Deep and Soft Strength
პროგრამა „რბილი ძალა“ აერთიანებს ბალანსის ვარჯიშებს, აქტიურ გაჭიმვას, მობილობის განვითარებას, კოორდინაციულ დავალებებს და მუშაობას სხეულის ცენტრიდან კიდურებისკენ. მეთოდიკა მიმართულია სხეულის ღრმა გაძლიერებაზე გადატვირთვის გარეშე და ეხმარება ძალის, სტაბილურობისა და მოძრაობის კონტროლის ჩამოყალიბებაში.
პროგრამა რამდენიმე წლის განმავლობაში შემუშავდა და პრაქტიკაში იტესტებოდა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო რბილი, მაგრამ სტაბილური პროგრესი. შედეგად სხეული ხდება უფრო შეკრული, სტაბილური და თავისუფალი მოძრაობაში. იგი განკუთვნილია როგორც სპორტსმენებისა და მოცეკვავეებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს იყოს ძლიერი და ჯანმრთელი, სხეულთან ჰარმონიისა და პატივისცემის შენარჩუნებით.
მასწავლებლები
Vali
ენა: რუსული, ინგლისური
მე ვარ ვალია მაქსიმოვა — მოცეკვავე, ქორეოგრაფი და ტრენერი ცეკვაში 20 წელზე მეტი გამოცდილებით. ჩემი გზა კლასიკური ბალეტიდან სტრიპ-მიმართულებამდე მივიდა, სადაც ცეკვა ჩემთვის თვითმიღების, სხეულის შეგრძნებისა და ქარიზმის გახსნის გზად იქცა. ჩემს საქმიანობაში ვაერთიანებ პრაქტიკას, ანატომიასა და ფსიქოლოგიას, რათა მოსწავლეებს დავეხმარო სხეულის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაში და თავისუფლად, თავდაჯერებულად მოძრაობაში.
Made on
Tilda