ხშირად მოიხსენიება როგორც Contemp, არის დინამიური და განვითარებადი ცეკვის ფორმა რომელიც აერთიანებს ბალეტის, მოდერნის, ჯაზის და სხვა ჟანრების ელემენტებს.კლასიკურ სტილებთან შედარებით აქ არ არის მკაცრი ჩარჩოები: ყურადღების ცენტრშია- თავისუფლება, ემოციები სუნთქვა და შინაგანი სხეულის დინამიკა.ეს არის ცეკვა რომელშიც შეგიძლია იყო ნამდვილი,უსიტყვოდ გამოხატო შენი თავი და გაიხსნა მოძრაობის საშუალებით.
Contemp-ი არამხოლოდ ასწავლის ტექნიკას-ის გვეხმარება მოვუსმინოთ ჩვენთავს, მოვიპოვოთ ემოციების გამოხატვის ახალი ფორმები და ვიგრძნოთ კავშირი სხეულისა და გრძნობებს შორის.
გაკვეთილი მოუხდება როგორც დამწყებ ასევე გამოცდილ მოცეკვავეებს.ვარჯიშები მიმართულია გაწელვის, ბალანსის, ძალისა კოორდინაციის განვითარებაზე. ქორეპგრაფიისა და შემოქმედებითი დავალებების დახმარებით ჩვენ გვითარდება სხეულის ცნობიერება, არტისტიზმი, და მუსიკის „რრმა განცდა.Contemp-ი არის იმათთვის, ვისაც უნდა თავისუფლად, არასტანდარტულად და გულწრფელად ცეკვა მიუხედავად ასაკისა და გამოცდილების. ეგ სტილი არის იმათთვის ვისაც უნდა არამხოლოდ მოძრაობა,არამედ ცეკვის ღრმა განცდა. ის გვეხმარება გავუშვათ კომტროლი ,ვენდოთ სხეულს და ყოველი მოძრაობით ვიცხოვროთ თითქოს ჩვენი პირადი ისტორიის ნაწილია.